ქალაქ ფოთის N12 საჯარო სკოლის პატარა გარემოსდამცველებმა ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით 22 მაისს აღნიშნეს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ღონისძიება ,, ბაღის ფრინველთა საათი“.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ქალაქის პარკში მოსწავლეები დააკვირდნენ ფრინველებს. შერჩეული 25 ფრინველიდან 5 ყველაზე მეტი რაოდენობით აღრიცხული ფრინველია: სახლის ბეღურა, სოფლის მერცხალი, შაშვი, ქალაქის მერცხალი, რუხი ყვავი. გასული წლის მონაცემემთან შედარებისას გამოიკვეთა ფრინველთა რაოდენობის კლება.
ფოთოს N12 საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის აქტიური მონაწილეა.