დედამიწის დღე ხარაგულის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლაში ნერგების დარგვის აქციით აღინიშნა. ორგანიზაცია CENN-მა პროექტის ,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში, ფარგლებში გასული წლის ფინალისტ სკოლას საჩუქრად გადასცა ალიანდრას, ევონიმუსის, აუკუბას, გარდენაიასა და ჩინური იასამნის ულამაზესი ნერგები.
გამოცდილი მებაღეების რჩევით ახლად დარგულ ნერგს 20 ლიტრი წყალი დაესხა გასახარებელ-გასაძლიერებლად. სკოლის წინა ეზოში მოეწყო ნიკო კეცხოველის სახელობის სკვერი, რომელიც ნელ-ნელა შეივსება ახალი ნერგებით. ბაოელებმა პასუხისმგებლობა აიღეს თითოეული ნერგის მოვლა-პატრონობაზე. ზაფხულის ცხელ დღეებში არ მოაკლებენ წყალსა და მზრუნველობას.