წალენჯიხის სოფელ ეწერის სკოლაში ხის დარგვასა და მოვლაზე ისაუბრეს

წალენჯიხის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,ხემხვაიეს" წევრმა, დათა სამუშიამ ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ,,ხეების დარგვა და მოვლა". .მან ისაუბრა თუ რა სარგებლობა მოაქვს ხეებს ნიადაგისთვის. ეროზიის, მეწყერის ,ჭარბტენიანობის თავიდან ასაცილებლად. ქარსაცავიზოლის შექმნაში დიდი როლი ენიჭება ხეებს. 

დათამ ასევე ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ნერგებს, როდის არის საუკეთესო დრო ნერგების დარგვისა. შეეხო ნერგების ტრანსპორტირებას. ეკოკლუბის წევრი შეეხო.გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. მის შესაბამისად აუცილებელია ზრუნვა გაუდაბურების აღსაკვეთად, ნიადაგის დეგრადაციის შესაჩერებლად.. ტრენინგი წარიმართა საინტერესოდ და კითხვა-პასუხის რეჟიმში.