მესტიის სოფელ მულახის სკოლის ეკოკლუბელებმა ნარჩენებსიგან ჩიტების გამოსაზამთრებელი სახლები შექმნეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანეების" მოსწავლეებმა ნარჩენებს ახალი სიცოცხლე შესძინეს და ჩიტების გამოსაზამთრებელი სახლები შექმნეს. სვანეთში კვლავ დადგა მკაცრი ზამთარი და ადგილზე მოზამთრე ჩიტები ბედისა და კეთილი ადამიანების ანაბარა დარჩნენ. 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანეების" წევრებმა ამჯერადაც არ უღალატეს ძველ ტრადიციებს და პლასტიკატის ნარჩენებისაგან ჩიტებისათვის გამოსაზამთრებელი და დასაპურებელი სახლები შექმნეს. 

პოლიეთილენის ნარჩენს, რომელსაც აღარანაირი დანიშნულება აღარ გააჩნია და ნარჩენს წარმოადგენს, ეკოკლუბელებმა ახალი სიცოცხლე შესძინეს, მორთეს გაზაფხულის ფერებში,შიგ მოათავსეს საკენკი და განათავსესსოფლის სხვადასხვა ტერიტორიაზე.ამით მაგალითი მისცეს მოსახლეობას მიბაძონ მათ საქციელს.