აფხაზეთის N14 სკოლის მოსწავლეებმა დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,კაქტუსიის" წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში სკოლის და დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორია ნაგვისგან დაასუფთავეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსწავლეების მოწოდებული ინფორმაციით ეყარა პოლიეთილენის პარკები და ბოთლები, აგრეთვე ბოსტნეულის ნარჩენები საყოფაცხოვრებო ნივთები და კონსერვები. 

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები მსგავსი სახის გარემოსდაცვით აქტივობებს მომავალშიც განახორციელებენ.