მესტიის სოფელ ყარ-სგურიშის სკოლაში მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებულ გარემოსდაცვით აქტივობებზე პრეზენტაცია გააკეთეს

22 იანვარს, მესტიის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში ეკოკლუბ ,,ლამარიას“ წევრებმა გააკეთეს პრეზენტაცია იმ აქტივობების შესახებ, რომელიც განახორციელეს კონკურს ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018“-ის ფარგლებში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. შეხვედრის მიზანი იყო კიდევ ერთხელ სკოლის მოსწავლეების ყურადღების მიპყრობა სოფელში არსებული გარემოსდაცვითი საკითხებისადმი და მათი უფრო აქტიური მონაწილეობა ამ საკითხების მოგვარების პროცესში. 

ეკოკლუბელებმა ისაუბრეს,თუ რატომ უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენ სახლს- გარესამყაროს და როგორ შეუძლიათ ბავშვებს დაეხმარონ მას და გადაარჩინონ განადგურებისაგან. პრეზენტაციის დასასრულს მათ მოისმინეს სხვადასხვა იდეები და სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაგეგმეს რამოდენიმე აქტივობა ამ მიმართულებით,რომელსაც განახორციელებენ მომავალში.