tv9 - საქართველოში მოჭრილი ხუთი ხიდან, ოთხი უკანონოა (ვიდეო)

საქართველოში მოჭრილი ხუთი ხიდან, ოთხი უკანონოა – CENN-ის წარმომადგენლებმა, კვლევის შედეგების პრეზენტაცია ახალციხეში გამართეს. 

კვლევის მიხედვით, საქართველოს ქონების 35% ხე–ტყეზე მოდის. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ არის შესწავლილი ტყის როლი ქვეყნის ეკონომიკასა და ენერგეტიკაში. სპეციალისტების თქმით, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, არ ხდება ტყის მასივების აღდგენა. არ არსებობს კონტროლის მექანიზმი. სამოქალაქო სექტორს ტყის კოდექსის განხილვის დაჩქარება სურს. 

საგანგაშოს უწოდებენ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობა გასათბობად ყოველ წელს 2მლნ. 500 000 კუბურ მეტრ საშეშე მერქანს იყენებს, რაც კანონით დადგენილ რაოდენობაზე 1მლნ. 800 000–ით მეტია. 

სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას გათბობის ალტერნატრიულ წყაროებს სთავაზობს. 

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების წარმომადგენლები, ასევე გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ახალციხიდან, ადიგენიდან და ბორჯომიდან ესწრებოდნენ. 

ნახეთ ბორჯომის ტელეკომპანია tv9-ს სიუჟეტი აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით


მიბმული ფაილის გადმოტვირთვა





ვიდეოები