ახალციხეში ხაძარი ლოკალიზებულია

ახალციხეში ხაძარი ლოკალიზებულია ახალციხეში, წინუბანში ხაძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მობილიზებულები არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადგილობრივი ჯგუფები. გუშინ ღამე თბილისიდან დაემატათ დამხმარე ძალა. დაიწვა 1 ჰექტრამდე ტყის მასივი. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაკრძალთან ახლოს, წინუბანი-აწყურის მონაკვეთთან სავარაუდოდ გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის გავრცელების სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება. tye