მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო პროგრამა მომზადდება

2015 წლის 25 აგვისტოს, 14:00 საათზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ეროვნული სატყეო პროგრამა, CENN-ერთად, სამუშაო შეხვედრას გამართავს. შეხვედრის თემაა:  „მერქნული, მათ შორის, საშეშე რესურსით სოფლის მოსახლეობის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება“. განხილული იქნება მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის კვლევის მეთოდიკა, მოსახლეობის სათბობი შეშის მომარაგებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები და „ეროვნული სატყეო პროგრამის“ ფარგლებში შეშის ტექნიკური ქვეჯგუფის შექმნის ინიციატივა. შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნობიან კვლევას გათბობის ალტენატიული წყაროების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ენერგეტიკის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სატყეო პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენლები და ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის კოორდინატორები კახეთის,  აჭარისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონებიდან. shesha