"ნეკერჩხლების სამეფო" წალენჯიხის N6 სკოლაში

ნეკერჩხალი წალენჯიხის N6 სკოლის ეკოკლუბ ,,პატარა ფლორისტების" წევრების საყვარელი მცენარეა. შემოდგომზე, ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს შეეგროვებინათ ამ მცენარის თესლი და საამისოდ სკოლაში ნეკერჩხლის მინი სანერგეც მოაწყეს.

შემოდგომაზე დათესილი მცენარეები ზამთარში აღმოცენდა. ბავშვები დაუზარებლად უვლიდნენ ახლადამოსულ ჩითილებს და მათმა შრომამ შედეგი გამოიღო. ზამთარში აღმოცენებული ნერგები ეკოკლუბელებმა გადაარჩიეს და უფრო მოზრდილი ჩითილები სკოლის ეზოში დარგეს. ასევე ეწვივნენ ნეკერჩხლების ნაკრძალს და ველურად აღმოცენებული ნერგებიც მიიტანეს სკოლაში.

ეს ნერგებიც ჩარგეს ერჯერად ყუთებში, რათა მოაძლიერონ და შემდეგ გაიტანონ ბუნებაში. ,,პატარა ფლორისტების" მიზანია, მათი სკოლის ეზო "ნეკერჩხლების სამეფოს" დაემსგავსოს, რადგან მათი აზრით ამ ენდემის სილამაზე შეუდარებელი და ყველასგან განსხვავებულია. .