მარტვილელი ეკოკლუბელები მეორადი მასალებისგან ლამაზ აქსესუარებს ქმნიან

გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვსიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის ახალმა წევრმა ანანო ბერიშვილმა თანატოლებს, ეკოკლუბელებს და პედაგოგებს მეორადი, გამოყენებული მასალებისგან შექმნილი ჩანთები, ქუდები და სხვადასხვა აქსესუარები წარუდგინა, რამაც დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ანანო ბერიშვილი მსგავსი ნივთების დასამზადებლად ნაშალ ძაფებს, ნაჭრებს, პლასტმასას, CD დისკებს იყენებს. ანანო არაერთი გამოფენის მონაწილეა 

ეკოკლუბის წევრებმა გამოხატეს დაინტერესება, თავადაც შეისწავლონ კერვა, ქსოვა, რათა სამომავლოდ ერთობლივად შექმნან მგავსი ლამაზი და საჭირო ნივთები ნაშალი ძაფების და ნაჭრების გამოყენებით. ეკოკლუბელებს მიაჩნიათ, რომ გამოუსადეგარი ნივთები პირდაპირ არ უნდა მოვიშოროთ ნაგავში. მათ ჩვენ ახალი სიცოცხლე უნდა ვაჩუქოთ, რადგან ეკოლოგიურ პირამიდაში ნარჩენის ნაგავსაყრელზე განთავსება ყველაზე ბოლო საფეხურია, ამასთან ერთად ასეთი ქმედება ხელს შეუწყობს ნარჩენების შემცირებას.