სურამის N4 სკოლის ეკოკლუბმა დასუფთავების აქციაში ადგილობრივი თემი ჩართო

ქრისტეფორე III-ის სახელობის  ხაშურის  მუნიციპალიტეტის  დაბა  სურამის  N4  საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით გაიმართა მორიგი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო დაესუფთავებინათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია, რადგან მათ ლოზუნგი ,,დავიცვათ სისუფთავე!"რეალობად ექციათ. ეკოკლუბის წევრებს გამოეხმაურენ და შეუერთდნენ თემის წარმომადგენლები, რომლებმაც ტექნიკური დახმარება გაუწიეს საქმის წამომწყებთ (მისცეს ურიკა, ბარი, ნიჩბები, ხელთათმანები) ასევე შეუერთდა ადგილობრივი მერის წარმომადგენელი, რომელმაც  მანქანა გამოყო და დახმარება გაუწია მოსწავლებს ნაგვის გატანაში.

ამ საქმეში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა სსსმ მოსწავლემაც, რომელიც აქტიურად და ენერგიულად , ხალისით ასრულებდა დავალებას, ეკოკლუბის წევრებს შეთანხმდნენ, რომ დაიცავდნენ სისუფთავეს და თემის წარმომადგენლებში აამაღლებდნენ ცნობიერებას თუ რატომ უნდა დავიცვათ სისუფთავე. ამისთვის ეკოკლუბელები დაამზადებენ ბულკეტებს დაარიგებენ მოსახლეობაში და გამართავენ პრეზენტაციებს.