ჭიათურელი მოსწავლეები ანტიდასავლური მითების წინააღმდეგ

19 მაისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა სახელწოდებით პლანეტART'' სკოლაში მოაწყო პრეზენტაცია. პრეზენტაციის ძირითად თემა იყო:  "ევროკავშირში ინტეგრაცია - ზიანი თუ სარგებელი?". პრეზენტაციაზე დასწრება იყო თავისუფალი ნებისმიერი მსურველისთვის.

აქტივობის მსვლელობისას ეკოკლუბის წევრებმა განიხილეს და არგუმენტირებულად დაასაბუთეს ევროკავშირზე გავრცელებული მითების უსაფუძვლობა და გამოთქვეს იმედი, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება უახლოეს მომავალში მოხდება. 

ამასთანავე, პრეზენტაციაში მონაწილე მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები, რომელიც განთავსდა სკოლის შესასვლელში. ეკოკლუბელებს სურთ ამ საკითხმა ახალგაზრდობაში გამოიწვიოს დაინტერესება და შეეცადონ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას.