"გაამწვანე შენი სკოლის ეზო’’

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე მომავალის" წევრები, მათ მიერ წამოწყებული კამპანიის - "გაამწვანე შენი სკოლის ეზო’’-ს ფარგლებში აგრძელებენ აქტივობების განხორციელებას. დირექციამ ეკოკლუბის წევრებს სკოლის ეზოში რამდენიმე  ადგილი გამოუყო და მისცა საშუალება თავიანთი გემოვნების მიხედვით, მათთვის სასურველი მცენარეები დარგონ, გაახარონ და მოუარონ.

ეკოკლუბის წევრებმა სკოლის ეზოში ადგილი სადაც უკვე გააშენეს ეზოს ყვავილები, გაწმინდეს სარეველა მცენარეებისაგან, გაალამაზეს შემდეგ კი საყვავილე ქოთნები შავმიწა ნიადაგით აავსეს, დათესეს ეზოს ყვავილები და დარგეს მცენარეები. გამოყვანილ ჩითილებს ბავშვები სკოლის ეზოში გადაიტანენ.

დაბა ნარუჯას სკოლის ეკოკლუბის წევრებმა კარგად იციან რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბიომრავალფეროვნებას,  რომელიც არა მარტო ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს, არამედ ჯანმრთელობისათვის აუცილებელ გარემოს ქმნის. მიუხედავათ იმისა, რომ მოხალისეები მრავლად არიან, ისინი ყველა კლასის მოსწავლეებს მოუწოდებენ კვლავ აქტიურად გააგრძელონ სკოლის გამწვანებაზე მუშაობა.