ჩოხატაურის სამრევლო სკოლის ეკოკლუბი ადგილობრივ სოციალურ საწარმოს ეწვია

 ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ეკოკლუბი ,,შეუპოვარი’’ ეწვია ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის შენობაში არსებულ ორ სოციალურ საწარმოს, სადაც გარდა ნაწარმის შექმნისა, კერვის, ქსოვის და სხვა სპეციალობის შესწავლის მსურველებს უტარდებათ გაკვეთილები.

მოინახულეს სივრცე, სადაც განთავსებულია უახლესი დანადგარები კერვისა და ქსოვისთვის, ასევე საწარმოს ბენეფიციართა მიერ შექმნილი საინტერესო ნამუშევრები. სოციალური საწარმოების ხელმძღვანელებმა ბავშვებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი სამუშაო და სასწავლო პროცესის შესახებ. ასევე ისაუბრეს მიღებული ნაწარმის რეალიზაციის გზებზე. სპეციალისტებმა ეკოკლუბელებს აუხსნეს თუ რაში გამოიყენება საწარმოს სივრცეში განთავსებული თითოეული დანადგარი.

მოსწავლეებმაა გაიარეს პრაქტიკა საქსოვ და საკერავ მანქანასთან მუშაობაზე. ეკოკლუბის წევრებს სამომავლოდ სურთ ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის სოციალურ საწარმოსთან კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლონ.