სტუმრად ჯგალის თემის რწმუნებულთან

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ლაკადა"-ს წევრები 3 მაისს ეწვივნენ ამავე თემის რწმუნებულს, ლევან კვარაცხელიას. სტუმრობის მიზანი იყო გაცნობოდნენ საჯარო ინფორმაციას თემში მიმდინარე პროექტების შესახებ.

რწმუნებულმა მოსწავლეებს გააცნო იმ პროექტების ჩამონათვალი, რომელზეც მუშაობა დაწყებულია და გრძელდება დღემდე. ესენია: გზების მოხრეშვა-მოწესრიგება, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნის განათების მოწესრიგება, სასმელი წყლის სათაო ავზის წესრიგში მოყვანა.და ა.შ.

აგრეთვე რწმუნებულმა მოსწავლეებს უთხრა, რომ ყოველთვიურად გამგეობა განსაზღვრული ლიმიტით, გარკვეული ფულადი თანხით ეხმარება სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს. პროექტების განხორციელებამდე ხდება მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები და კონსულტაციით და შეთანხმებით შეირჩა პრიორიტეტები.

რწმუნებულმა ეკოკლუბელებს მოუწონა აღნიშნული საკითხით დაინტერესება და შესთავაზა სამომავლოდ თანამშრომლობა, რაზეც ახალგაზრდები სიამოვნებით დასთანხმდნენ.