ტყიბულის N2 სკოლის ეკოკლუბის ვიზიტი ადგილობრივი წყალმომარაგების სამსახურში

18 იანვარს ქალაქ ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი "ერა" ესტუმრა ქალაქ ტყიბულის წყალმომარაგების სამსახურს. ვიზიტის დროს ეკოკლუბის წევრებმა დაათვალიერეს მოწყობილობები დ აგაარკვიეს თუ როგორ უნდა გაიწმინდოს ქალაქის სასმელი წყალი და ამით მოიხსნება პრობლემა რომელიც ამჟამად ქალაქს აწუხებს (არასასურველი შემადგენლობის წყალი). წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ტყიბულში ახალი თანამედროვე ტიპის სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობა შენდება, რომელიც აღიჭურვა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური დანადგარებით. სასმელი წყალი გაიწმინდება ე.წ. მემბრანული წესით და ახალი ტექნოლოგიური ციკლის შედეგად გამომუშავებული წყალი სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ ნორმებს.

პროექტის მეორე ფაზა მოიცავს ქალაქის მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას, რომლის პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და დასრულების შემდეგ, 2022 წელს გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება. პარალელურად მუშაობა დაწყებულია გაბრიაძის, ფიროსმანის და ჭავჭავაძის ქუჩების წყლის პრობლემის გადაჭრის საკითხზეც.

გვალვის დროს, დებეტის არარსებობის გამო, აღნიშნულ ქუჩებს წყალი შეზღუდვით მიეწოდებათ. ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებულია, 1200 მეტრზე სარეზერვო ლითონის მილი მიყვანილია რეზერვუარში და მომავალ წელს დაგეგმილია სატუმბო სადგურის მშენებლობა, რის შედეგადაც გაბრიაძის, ფიროსმანის და ჭავჭავაძის ქუჩებზე წყლის მიწოდება და ხარისხი გაუმჯობესდება.

ტყიბულის N2 სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.