ძველი ანაგის სკოლის ეკოკლუბმა გაუდაბნოების შესახებ გამოკითხვა ჩაატარა

"ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022"-ის ფარგლებში კახეთში, სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა ,,ფესვებმა“ 19 დეკემბერს გამოკითხვა ჩაატარა გაუდაბნოებოს თემაზე. ეკოკლუბის მიზანი იყო გაეგოთ სოფლის მაცხოვრებლების აზრი გაუდაბნოების პრობლემაზე. დაისვა შემდეგი კითხვები:

1. რას ფიქრობთ გაუდაბნოებაზე?

2. თქვენი აზრით რა როლს თამაშობს ამაში ადამიანი?

3. რა იცით გაუდაბნოების გამომწვევ მიზეზებზე?

სულ გამოიკითხა 32 ადამიანი.

კვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ გამოკითხულთა 35%-ს არ აქვს ინფორმაცია  ამ თემაზე. მათბავშვემა მათ განუმარტეს, რომ  გაუდაბნოება   მიწის გამოფიტვის სახეობაა უწყლო რაიონებში. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ბუნებრივი ან ანთროპოლოგიური მიზეზებით, რის შედეგადაც ნაყოფიერი ადგილები სულ უფრო შრება. გამომშრალი ტერიტორიის ზრდა აიხსნება სხვადასხვა ფაქტორებით. მაგალითად, კლიმატის ცვლილებით, განსაკუთრებით, მიმდინარე გლობალური დათბობით. 

სოფელ ძველ ანაგაში გამოკითხულთა 65%-ს აქვს ინფორმაცია გაუდაბნოებაზე. მათ მოსწავლეებს უთხრეს, რომ  გაუდაბნოებაში ადამიანის როლი დიდია. სწორედ ადამიანების მიერ ნიადაგის გადაჭარბებული ექსპლუატაცია ერთ-ერთი მიზეზი რაც გაუდაბნოებას იწვევს. ასევე უდაბნოები წარმოიქმნება ნიადაგში საკვები ნივთიერებების შემცველობის დაქვეითების გამო, რაც მას სახნავ-სათესად უვარგისს ხდის. მაშინ შეიძლება მსჯელობა წარიმართოს ვირტუალურ „ნიადაგის სიკვდილზე".

"კვლევის იდეა გაჩნდა იმიტომ, რომ ჩვენი სოფელიც გაუდაბნოების პირასაა. გაუდაბოება გამოიწვია  ქარისმიერი ეროზიის, გვალვისა და წყლის ნაკლებობის, საძოვრების ინტენსიურმა გამოყენებამ. ამიტომ გვაინტერესებდა მოსახლეობის აზრი. მოსახლეობის იმ ნაწილს რომელსაც არ ჰქონდა ინფორმაცია, ჩვენ ავუხსენით, რომ არ მოხდეს  გაუდაბნოება აუცილებელია ქარსაფარი ზოლების გაშენება, საძოვრების, ტყის მასის შენარჩუნება, წყლის მოფრთხილება და ზედმეტი გადაბნოებისაგან დაცვა" - გვწერენ ძველი ანაგას სკოლის ეკოკლუბიდან.