ქუთაისის N31 სკოლაში დაცული ტერიტორიების როლზე ისაუბრეს

ქუთაისის N31 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ეკომისიის" წევრებმა დაგეგმეს საჯარო ინტერაქტიულ ლექცია, რომელსაც უძღვებოდა მოწვეული სტუმარი, იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი - ლაშა ერბელიძე. სტუმარმა წარადგინა საინტერესო პრეზენტაცია გარემოსდაცვითი მიმართულებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების როლის შესახებ და მიმოიხილა სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიების (ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი, ბუნების ძეგლი და ა.შ.) დაარსების მნიშვნელობა, საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით.

საჯარო ლექციის მსვლელობისას, პრეზენტატორმა ყურადღება გაამახვილა დაცულ ტერიტორიათა როლზე, ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების საქმეში. ასევე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, რომლებიც ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეგიდით და ბუნებრივად მრავალფეროვნი ეკოსისტემის შენარჩუნებასთან ერთად, ტურიზმის განვითარების მნიშნელოვანი წინაპირობაცაა.

ლექციიის მსვლელობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ეკოლუბის წევრები და შეხვედრის დასასრულს შეკითხვებითაც მიმართეს მოწვეულ სტუმარს.