ფშავის სოფელ მაღარისკარის სკოლის ეკოკლუბის გარემოსადაცვითი აქტივობები

ფშავში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარის საჯარო სკოლის ეკოკლუბელები ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ გარემოსდაცვით ღონისძიებებში აქტიურად იღებენ მონაწილეობას. პირველ ჯერზე დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, მისი შემოგარენით. აქტივობის მიზანი გახლდათ გარემოს დასუფთავება ნარჩენებისგან და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, როგორც მოსწავლეებში, ასევე თემის მოსახლეობაში. დასუფთავების პროცესი იყო სრულიად უსაფრთხო და წარიმართა კოვიდ-19-ის რეგულაციების სრულად დაცვით.

მოსწავლეებმა დაამზადეს ფერადი სტიკერები განსაკუთრებული მესიჯებით და გაავრცელეს როგორც სკოლის მასწავლებლებზე და მოსწავლეებზე, ისე თემის დასახლებაში. 

ამის შემდეგ, ეკოკლუბელები ესტუმრნენ სოფლის ამბულატორიაში უბნის ექიმს. შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მიიღეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.