ჩაქვის N1 სკოლაში გენდერულ საკითხებზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო

 

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარაში, ჩაქვის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "არტემისმა" განახორციელა გამოფენა და შეხვედრა სკოლის მასშტაბით. საუბარი შეეხო შემდეგ თემებს:  რა არის ძალადობა, რა სახის ძალადობას მოიცავს ქალის მიმართ განხორციელებული მსგავსი ქმედება და აქვე განიხილეს სექსუალური შევიწროების პრობლემაც.

მოეწყო ეკოკლუბის ლიდერის შექმნილი პოსტერის ჩვენება დ მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებები ემსაუხრებოდა იმ მიზანს, რომ მოსწავლეებს უკეთ გაეგოთ გენდერულ საკითხებში არსებული პრობლემები და დამწყები ხელოვანების  ნამუშევრებიც წარმოეჩინათ.

შეხვედრის დასასრულს, აუდიტორიასა და ეკოკლუბის წევრებს შორის გაიმართა დებატები და პოლემიკა. დისკუსიაში შევიდნენ პედაგოგები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები.