დასუფთავების აქცია მესტიის სოფელ ცხუმარში

მესტიის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განახორციელეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. კონკურსის მონაწილეებმა სამუშაოს შესრულება სასწავლო დღის დასრულების შემდგომ დაიწყეს და ორ დღეში დაასრულეს.

მუშაობის პროცესი საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა, როგორც ეკოკლუბელი ასევე არაეკოკლუბელი მოსწავლეებისთვისაც, რომელთაც გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ ეკოკლუბის სხვა აქტივობებში. დასუფთავების პროცესი იყო სრულიად უსაფრთხო და თანხვედრაში კოვიდ-19 რეგულაციებთან. მოსწავლეებს დაურიგდათ ხელთათმანები, რითაც ახორციელებდნენ აღნიშნულ საქმიანობას.

სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, თითოეულ მოსწავლეს ჩაუტარდა დეზინფექცია სკოლაში არსებული სადეზინფექციო საშუალებით.