"რატომ ვზოგავთ"

რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს 1 საჯარო სკოლაში, ეკოკლუბ „მწვანე სამყარო“-ს ხელმძღვანელმა მაია სიჭინავამ მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებით ჩაატარა ტრენინგი თემაზე “რატომ ვზოგავთ“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ამავე სკოლის 22 მოსწავლემ. რომლებმაც ისაუბრეს საკუთარ ხასიათზე და პიროვნულ თვისებებზე.

გაცნობის ნაწილმა სახალისოდ ჩაიარა, მოიხსნა დაძაბულობა. თეორიული ნაწილის გაცნობისას აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებს ჰქონდათ გარკვეული წარმოდგენა დაზოგვის მნიშვნელობაზე, დიდი ინტერესი გამოიწვია დეპოზიტის ცნების გაგებამ, ზოგიერთი მათგანი დაინტერესდა თუ როგორ შეეძლო არასრულწლოვანს გაეხსნა ანგარიში ბანკში. ყურადღება გაამახვილეს და გაიმართა დიალოგი  არამხოლოდ ფინანსების, არამედ დროის, ელექტროენერგიის, ხე-ტყის, მეტალის დაზოგვაზეც, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ამავდროულად თუ თემას გავშლით ისეთ გლობალურ პრობლემებს შევეხებით, როგორიცაა გარემოს დაცვა, ამოწურვადი სასარგებლო წიაღირსეულების შენარჩუნება და ა.შ.

მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი აზრი, თუ რატომ ზოგავენ, რაში გამოიყენებენ და რისი განხორციელებაა შესაძლებელი დანაზოგით. კიდევ ერთხელ გაანალიზეს და შეაჯამეს საკუთარი მოსაზრებები და შეჯერდნენ, რომ  დაზოგვა გვიადვილებს ყოფას.