საჩუქრები სოფელ ბადიაურის სკოლის ეკოკლუბს

2021 წლის 11 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლას ეწვია ორგანიზაცია CENN -ის კახეთის რეგიონის კოორდინატორი, კახა სუხიტაშვილი.
ბადიაურის საჯარო სკოლა უკვე მეხუთე წელია ჩართულია კონკურსში ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია" ეკოკლუბი ,,ედელვაისით". 2021 წელს ეკოკლუბი ,,ედელვაისი" ფინალში ლეციცხვაიეს საჯარო სკოლასთან ერთად FAO-ს რჩეული გახდა და საჩუქრად პროექტორი გადაეცა.
შეხვედრისას ეკოკლუბის წევრებმა: ნინო ჯავახიშვილმა და მარიამ ხარებაშვილმა დამსწრე საზოგადოებისთვის გააკეთეს პატარა პრეზენტაცია თუ რა აქტივობები გააკეთა ეკოკლუბმა ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის" ფარგლებში გასულ წელს და რა მისცა მათ ამ კონკურსმა.