როგორია ეკომეგობრული პირბადე?

გურჯაანის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრმა, ნანა ღვინაშვილმა მოამზადა კედლის გაზეთი,სახელწოდებით "ეკომეგობრული პირბადე" და გააცნო მეექვსე კლასის მოსწავლეებს. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, პირბადე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. 

თითოეული ადამიანი ასობით მოიხმარს მათ და ხშირად მიწაზე დაუფიქრებლად ისვრიან. ამ ყველაფერმა წარმოშვა კიდევ ერთი ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც ახლავე თუ არ გამოსწორდა, შესაძლოა ცუდი შედეგითაც კი დასრულდეს. სწორედ ამიტომ, ჰოლანდიურმა კომპანიამ შექმნა კორონა ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური პირბადეები, რომლებიც ამავდროულად ეკომეგობრულიცაა. 

პირბადეები საჭმელად ვარგისი ბრინჯისგანაა შექმნილი და მის ფაქტურაში ყვავილების თესლიცაა შერეული. პირბადეები მიწაში მოხვედრის შემდეგ ნიადაგში ერევიან და ყვავილებად აგრძელებენ სიცოცხლეს. იმ შემთხვევაში, თუ პირბადეს მომხმარებელი მიწაზე მოისვრის, ის ნიადაგში მოხვდება და რამდენჯერმე წვიმის წყლით მოირწყვება, ნიღბების შიგნით ყვავილების ყლორტი გაიფურჩქნება. ეს საუკეთესო ალტერნატივაა დღესდღეობით ერთ-ერთი აქტიური ეკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად.