ჯეჯილი ქველმოქმედებისათვის

მეფე ერეკლე მეორის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა წინასააღდგომო დღეებთან დაკავშირებით დაგეგმა საქველმოქმედო აქცია, რაც გულისხმობდა მათ მიერ ხორბლის დათესვას და უკვე შემდგომ ჯეჯილის ამავე სკოლის მასწავლებლებსა თუ მშობლებზე გაყიდვას. 

ეკოკლუბის ხელმძღვანელმა უზრუნველყო ყველა საჭირო მასალა: ხორბალი, თეფშები და ბამბა. 12 აპრილს კი კლუბის წევრები შეიკრიბნენ სკოლაში, მოამზადეს საჭირო მასალა და დათესეს ხორბალი. მათი მორწყვა და მოვლა კლუბის წევრებმა აიღეს თავზე. ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი ეკოკლუბის ახალი წევრების შემართების ამაღლება და მათი მოტივაციის გაზრდაა. ასევე დიდი როლი ეკისრა მწვანე ნათესების თემის წინ წამოწევას. 

29 აპრილს სკოლის ტერიტორიასა და ქალაქში მოეწყო ჯეჯილის გაყიდვა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო ქალაქის მოსახლეობამ ჯეჯილის გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა სრულიად მოხმარდა ქველმოქმედებას და ეს მცირე წვლილს შეიტანს მათი სკოლის მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენაში. 

ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი მედიით. იხილეთ ბმული: https://knews.ge/?p=60044&fbclid=IwAR0iijRfc29tuiXt0HJS5J4uDo2TEqnuykoB4OxsoGKcHTtg-rl_mn7xstM