×

ძვირფასო მონაწილეებო, აქტივობების დაგეგმვისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება.

მოგიწოდებთ, უპირატესობა მიანიჭოთ ონლაინ რეჟიმში განხორციელებად იდეებს.

ფიზიკურ გარემოში ჩასატარებელი აქტივობის არჩევის შემთხვევაში, გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცვათ განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული რეგულაციები.

იხილეთ კონკურსის გზამკვლევი ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ კონკურსის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში ან დაუკავშირდეთ თქვენი რეგიონის კოორდინატორს.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალ წარმატებას!

გამწვანების აქცია არხილოსკალოს სკოლის ეზოში

 

კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მარადმწვანეს" წევრებმა, მას შემდეგ, რაც სკოლის ნაკვეთში დათესეს ბოსტნეული და ყვავილები,  გადაწყვიტეს ნათესების ერთ მხარეს  დაერგოთ ხეები, რაც სამომავლოდ ქარსაფარი ზოლის როლს შეასრულებს. 

სკოლის ეზოში ნერგების დარგვა ეკოკლუბის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ნაწილია, რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა აიღო  ლიკა ბენაშვილმა და მარიამ სეთურიძემ.  მათ მოაგროვეს ნერგები და ადგილიც შეარჩიეს. ბავშვებმა სკოლის სათავსოდან მოიმარაგეს ნიჩბები, სარწყავი ვედრები. ბიჭებმა: გიორგი გვრიტიშვილმა, საბა კაპანაძემ და  ბექა კვირტიძემ მოამზადეს ორმოები ნერგებისთვის, გოგონებმა მორწყვაში და დარგვაში გამოიჩინეს თავი. დარგეს ალუბლის, კომშის, კაკლის, ქლიავის, თუთის ხის ნერგები.

იქვე გამოთქვეს აზრი, თითოეულს შეერჩია თავისი ნერგი, რომელსაც მოუვლიდა სკოლის დამთავრებამდე  და შეთანხმდნენ სკოლის დამთავრების შემდეგაც ხშირად მოინახულონ "მათი " ხეები. შერჩეულ ნერგებს თითოეულმა თავისი ნიშანი შეაბა.