ვანის სოფელ მთისძირის სკოლის მოსწავლეებმა მიტოვებული საფლავები წინასააღდგომოდ დაასუფთავეს

 

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ნერგების" წევრებმა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების დასუფთავების აქცია მოაწყეს. აღნიშნულ სასაფლაოს ტერიტორია მათ გაასუფთავეს ნაგავისა და სარეველა მცენარეებისაგან.

ეს აქცია ბავშვებმა მოაწყვეს სახელდობრ სააღდგომო პერიოდში. სოფლის სასაფლაოზე არსებობს ბევრი მიტოვებული საფლავი და გარდაცვლილთა შთამომავალები (ვისაც ეს საქმე უნდა შეესრულებინათ) სამწუხაროდ საზღვარგარეთ იმყოფებიან ქვეყანაში არსებული ეკონომიური სიდუხჭირის გამო. ზოგიერთი საფლავი სარეველა მცენარეებში არც კი ჩანდა. ამიტომ, ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს შეესრულებინათ ეს მეტად კეთილშობილური საქმე და მრავალი მიტოვებული საფლავი ერთად დაასუფთავეს.

მთისძირელმა ეკოკლუბელებმა დასუფთავებასთან ერთად მცირედი გამწვანების აქციაც მოაწყვეს და სასაფლაოს ტერიტორიაზე დარგეს რამდენიმე ხე.