×

ძვირფასო მონაწილეებო, აქტივობების დაგეგმვისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება.

მოგიწოდებთ, უპირატესობა მიანიჭოთ ონლაინ რეჟიმში განხორციელებად იდეებს.

ფიზიკურ გარემოში ჩასატარებელი აქტივობის არჩევის შემთხვევაში, გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცვათ განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული რეგულაციები.

იხილეთ კონკურსის გზამკვლევი ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ კონკურსის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში ან დაუკავშირდეთ თქვენი რეგიონის კოორდინატორს.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალ წარმატებას!

მარტვილელი ეკოკლუბელები კოლხური ბზის გადასარჩენად!

გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის თაოსნობით "არ მოჭრა ბზა" - კამპანიის ფარგლებში, ეკოკლუბელმა გვანცა თოფურიამ ღია გაკვეთილი ჩაატარა, რომელსაც დამეგობრებული, სოფელ ქვედა ნაგვაზაოს სკოლის ეკოკლუბის წევრებიც ესწრებოდნენ.

გვანცა თოფურია მოსწავლებს ესაუბრა საქართველოში გავრცელებული ბზის სახეობების, კოლხური ბზის უნიკალური თვისებების და ბზის დაკალმების მეთოდების შესახებ, რომელსაც ეკოკლუბი წლებია  წარმატებით იყენებს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კანონდებლობით ბზის მოპოვება მწვანე ზოლში დაუშვებელია და უნდა მოხდეს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული ნარგავებიდან. ნაგვაზაოს სკოლის ეკოკლუბელებმა გამოთქვეს სურვილი, რომ  თვითონაც ჩაერთვებიან ბზის დაკალმება-გამრავლების კამპანიაში და თავიანთ მოკრძალებულ წვლილს შეიტანენ ამ უნიკალური სახეობის შენარჩუნების საქმეში.

ბზობის დღესასწაულზე ლეციცხვაიეს სკოლის ეკოკლუბელებმა მათ მიერ დაფესვიანებული და ქოთნებში ჩარგული 30 ძირი ბზა შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე, მარტვილის მონასტრის მრევლს გადასცეს და თან მოვლისას გასათვალისწინებელი რჩევებიც მისცეს.