"მწვანე გაკვეთილი" ხაშურის N7 სკოლის ეზოში

 

22 აპრილს, მსოფლიო "დედამიწის დღეს" აღნიშნავს. "დედამიწის დღე" ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბმაც აღნიშნა. ეკოკლუბელების ინიციატივით სკოლის ეზოში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მათ მშობლებმა დიდი "მწვანე გაკვეთილი" ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებასა და ქართულში.

ეკოკლუბის წევრები პატარებს დაეხმარნენ ილუსტრაციების გაფერადებასა და დედამიწის მოდელის შექმნაში, ესაუბრნენ დღევანდელ გლობალურ, ეკოლოგიურ პრობლემებზე, ათამაშეს სხვადასხვა მიზნობრივი თამაშები და ბოლოს სკოლის ეზოში ხის რამოდენიმე ნერგი დარგეს.

ხაშურის N7 სკოლის ეკოკლუბის წევრები მუდმივად თანამშრომლობენ დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ ასაკიდან უნდა დაიწყოს გარემოსადცვითი ცნობიერების ამაღლება.