ვაქციოთ ნაგავსაყრელი ხეხილის ბაღად

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭაქვინჯის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის  -"იმედი ხვალის" გუნდის წევრების მიერ მოხდა ნაგავსაყრელის დასუფთავება და ხეხილის ბაღად გადაკეთება.

ჭაქვინჯის N1 საჯარო სკოლის ეზოს ტერიტორია საკმაოდ დიდია. სწორედ ამიტომ მასზე არის ისეთი ადგილები, სადაც თავისუფლად იყო შესაძლებელი ხეხილის ბაღის გაშენება. სკოლის ტერიტორიაზე იყო ნაგავსაყრელი, რომელიც დღეს უკვე აღარ ფუნქციონირებს. ეკოკლუბმა გადაწყვიტა, ეს ტერიტორია ხეხილის ხეხილის ბაღად გადაკეთებულიყო.

მოსწავლეება დაასუფთავეს ტერიტორია. ამ აქტივობის განხორციელებაში ეკოკლუბელებს მე-10 კლასის მოსწავლეები დააეხმარნენ. დასუფთავების შემდეგ მოსწავლეებმა სხვადასხვა ჯიშის ხეხილის ნერგების დარგეს.