ძველი ანაგის სკოლის ეკოკლუბელების კამპანია პლასტმასას წინააღმდეგ

საქართველოში გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაბინძურება ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით. პრობლემა გლობალურია და მოიცავს გარემოს დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელებიდან, ასევე სახიფათო და აკუმულირებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. გარემო აგრეთვე ბინძურდება ისეთი ნარჩენებით როგორიცაა პლასტმასას ბოთლები, რის დაშლასაც 450 წელი სჭირდება. 

სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ახალგაზრდული  გარემოსდაცვითი კონკურსის - "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021"-ის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ფესვების’’ წევრებმა წამოიწყეს კამპანია პლასტმასას შეგროვებასთან დაკავშირებით. 

ბავშვები გეგმავენ ეს აქტივობა არ იყოს მოკლევადიანი. იგეგმება გარკვეული დროის განმავლობაში პლასტმასას შეგროვება და შესაბამისი კომპანიებისთვის გადაცემა. ძველი ანაგელი ეკოკლუბელების მთავარი მიზანია შემცირდეს პლატმასას გადაყრა და მოხდეს მათი ხელმეორედ გამოყენება, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება პლასტმასას შემცირება ნაგავსაყრელებზე და ეს ხელს შეუწყობს ნარჩენების სწორ მართვას.