სოფელ ქვემო ალვანში ეკოკლუბელებმა სკოლის კედლები მოხატეს

კახეთში, ახმეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა კლუბის ერთერთი შეკრების დროს აღმოაჩინეს, რომ უმეტესობას აერთიანებდათ ერთი ინტერესი - როგორ შეცვლიდა გარემოს სკოლის დაზიანებული კედლების მოხატვა. ამის სურვილი ძალიან ბევრს ქონდა, ასევე ბევრს აღმოაჩნდა ხატვის ნიჭი, მაგრამ აქამდე ორგანიზებას ვერ აკეთებდნენ და თან რატომღაც ეგონათ, რომ ამის უფლებასაც არ მისცემდნენ.

ეკოკლუბელები პირველ რიგში შეხვდნენ სკოლის ადმინისტრაციას და რადგან ასე ძალიან სურდათ სკოლის კედლების მოხატვა, ისინიც ყოველგვარი გართულებების გარეშე დათანხმდნენ . 

10-11 აპრილს  სკოლის დაზიანებული კედლები,  სასწავლო/სამუშაო გარემო მოხატეს ანიმეს საყვარელი გმირებით. სულ გამოვიდა 9 ნახატი. 

"დასვენების ეს ორი დღე სკოლაში ისე სასიამოვნოდ გავატარეთ, ალბათ არავის არასდროს დაგვავიწყდება. მოუთმენლად ველოდებოდით შეფასებებს ყველასგან და სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს ისე მოეწონათ ჩვენი ნამუშევრები, ყველამ სურვილი გამოთქვა, რომ საკუთარი კლასც მოეხატათ. ვფიქრობთ ამ ღონისძიებას სამომავლოდ გაგრძელება აუცილებლად ექნება" - ამბობენ ქვემო ალვანელი ეკოკლუბელები.