ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა ანი მუმლაძის დასახმარებლად

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის აფენის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "მწვანე მებრძოლებმა"კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია გამართა ანი მუმლაძის დასახმარებლად. ამჯერად ეკოკლუბის წევრებმა თემში მდებარე სტადიონზე ხელნაკეთი ნივთების და სხვადასხვა აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.

გაყიდული ნივთებიდან თანხა მოხმარდება ანი მუმლაძეს რომელიც ამჟამად იმყოფება თურქეთში. მას დაუდგინდა ხორხის ავთვისებიანი მეოთხე სტადის სიმსიმნე. ანი არის მეთორმეტე კლასელი. იყო ძალიან აქტიური და ბეჯითი გოგონა.

ეკოკლუბის წევრები ყველანაირად ცდილობენ ანის დახმარების და საამისოდ სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. დღეს ეკოკლუბის ყველა წევრი სოფელში კარდაკარ დაივლის და ხალხს  დახმარებას სთხოვს ანის სიცოცხლის გადასარჩენად.