დასუფთავების აქცია სოფელ იყალთოს სკოლაში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეკოკლუბ "იყალთოსთან" და სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით (გადასცეს პარკები და ხელთათმანები) დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

დასუფთავებაში აქტიურად ჩაერთვნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მეორე, მესამე და მეოთხე კლასი. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს, დაახლოებით თვენახევრის წინ, მაინც საკმაოდ დაბინძურებული იყო და დასუფთავებას მოითხოვდა. მოგროვებული ნარჩენები ბავშვებმა სკოლის წინ მდებარე ნაგვის ურნაში ჩაყარეს.

იყალთო სკოლის მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ მსგავსი მოხალისეობრივი აქტივობა და ასევე დაინტერესდნენ ეკოკლუბის საქმიანობითაც. ამიტომ, ამიერიდან მსგავს მოხალისეობრივ საქმიანობებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოხატეს. ეკოკლუბმა კი გადაწყვიტა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავეს თავად ჩაუდგეს სათავეში და ეს ადგილი ხშირად დაასუფთავონ.