×

ძვირფასო მონაწილეებო, აქტივობების დაგეგმვისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება.

მოგიწოდებთ, უპირატესობა მიანიჭოთ ონლაინ რეჟიმში განხორციელებად იდეებს.

ფიზიკურ გარემოში ჩასატარებელი აქტივობის არჩევის შემთხვევაში, გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცვათ განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული რეგულაციები.

იხილეთ კონკურსის გზამკვლევი ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ კონკურსის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში ან დაუკავშირდეთ თქვენი რეგიონის კოორდინატორს.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალ წარმატებას!

სოფელ ყარაჯალას სკოლის ეკოკლუბელები კორონა-პანდემიის წინააღმდეგ

 

2021 წლის 16 თებერვალს კახეთში, სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა გოგა და ელდარ მამედოვებმა მოიფიქრეს ერთად ჩაეტარებინათ ღონისძიება ყველაზე აქტუალურ თემასთან - კორონა-პანდემიასთან დაკავშირებით.

ეკოკლუბის შეხვედრებს ხშირად ესწრებოდა ბიოკლუბის ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს გვერდით დაუდგა და მისცა საჭირო მიმართულება. ბავშვებმა შეიმუშავეს სწრაფი და მოკლე ვადიანი გეგმა და მიზნები. უმნიშვნელოვანესი მიზანი იყო მოსწავლეებს შორის ამ მხრივ ცნობიერების ამაღლება. ღონისძიების მომზადებას დასჭირდა 1 კვირამდე დრო.

ჩატარდა პრეზენტაცია,  ინფორმაციაში ხაზი გაესვა ვირუსის მოქმედების მექანიზმს, მის აგებულებას, მსგავსება-განსხვავებებს სხვა ვირუსებთან, ჰიგიენის ნორმებს, რეგულაციებს, ჯანსაღ ცხოვრების წესს.

მოსწავლეები გაეცნენ რეგულაციებს, გაიმართა საინტერესო და აქტიური დისკუსია. ბავშვებმა გამოიყენეს თვალსაჩინოება: ფოტო-ვიდეო მასალები, შექმნეს საინფორმაციო პოსტერი.

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს Მოეწყოთ ვირუსისგან თავდაცვის იმიტირება: გამოეწყვნენ  სპეციალურ აღჭურვილობაში და მოახდინეს მოსწავლეთა ნაწილის შემოწმება, კონტროლი, თერმოსკრინინგი.