იყალთოს სკოლის ეკოკლუბის აქცია - "შეანელე სიჩქარე სკოლის წინ!"

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა და ეკოკლუბის წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში მორიგი საინტერესო აქცია გამართეს. აქციის თემა იყო: "შეანელე სიჩქარე სკოლის წინ!".

პატარა მეგობრებმა ამ ფორმით გამოხატეს მათი პროტესტი და დამოკიდებულება იმის მიმართ, რომ ძალიან ხშირად სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობენ ავტომობილები და ეს ბავშვებს პრობლემებს უქმნის

ეკოკლუბის წევრებმა მოუწოდეს მძღოლებს შეანელონ სიჩქარე და ნუ დაღუპავენ მომავალ თაობას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკოლის წინ არ არის ზებრა გადასასვლელი რაც ეს იმას ნიშნავს, რომ არ არიან დაცულები სკოლის მოსწავლეები და არამარტო სკოლის მოსწავლეები - არამედ იყალთოს თემის მცხოვრებლებიც.

ეკოკლუბის წევრებს იმედი აქვთ, რომ მოეწყობა ზებრა გადასასვლელი და მძღოლები ასე მაინც შეანელებენ სიჩქარეს. აქცია ჩატარდა კოვიდ-რეგულაციების დაცვით.