გორის სოფელ კეხიჯვრის სკოლაში "წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე" აღინიშნა

"წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე" მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელმაც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო. "იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!".

აღნიშნულ ღონისძიებას, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე გორის მუნიციალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლა და ეკოკლუბის წევრებიც შეუერთდნენ. მოსწავლეები დაესწრნენ ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას მწერალ რატი ამაღლობელთან, რომელმაც ისაუბრა კითხვის მნიშვნელობაზე, წაიკითხა საკუთარი ნაწარმოებებიდან ამონარიდები და უპასუხა შეკითხვებს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა და კლუბის წევრებმა სასკოლო სივრცეში წაიკითხეს მაია სარიშვილის ნაწარმოებები - "წერაქვი ისევ მამას ოთახში" და "ერთი მარცვალი მზესმზირასავით". ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მოეწყო დისკუსია და განხილვა.