×

ძვირფასო მონაწილეებო, აქტივობების დაგეგმვისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება.

მოგიწოდებთ, უპირატესობა მიანიჭოთ ონლაინ რეჟიმში განხორციელებად იდეებს.

ფიზიკურ გარემოში ჩასატარებელი აქტივობის არჩევის შემთხვევაში, გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცვათ განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული რეგულაციები.

იხილეთ კონკურსის გზამკვლევი ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ კონკურსის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში ან დაუკავშირდეთ თქვენი რეგიონის კოორდინატორს.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალ წარმატებას!

სამეგრელოს სოფელ თორსას სკოლის ეკოკლუბელებმა მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები დაამზადეს

სამეგრელოში, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონურსის მონაწილე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსას საჯარო სკოლის ეკოკლუბ  "მწვანე მეგობრები"-ს წევრებმა კორონა-ვირუს "კოვიდ-19"-საგან თავდასაცავად მოიფიქრეს სხვადასხვა სახის ქსოვილისგან თავად შეეკერათ მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები და გადაეცათ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

ეკოკლუბელებმა სკოლაში წინასწარ ქაღალდისაგან გამოჭრეს პირბადეების თარგები, შემდეგ კი სახლში მოიძიეს საჭირო მასალა და საკუთარი ხელით და საკერავი მანქანის გამოყენებით დაამზადეს.

18 დეკემბერს, ეკოკლუბელებმა სკოლაში მიიტანეს მათ მიერ შეკერილი პირბადეები და დაურიგეს მასწავლეებსა და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს.

მოცემული აქტივობა სრულად პასუხობს მდგრადი განვითარების მესამე მიზანს  - "3 ჯანმრთელობა და კეთილდღეობა."