×

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020"-ის მონაწილე ეკოკლუბების საყურადღებოდ !

გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი, რომელიც მოცემულია თქვენს პროფილში და, ასევე, განაახლოთ ინფორმაცია გუნდის წევრების შესახებ. (მათ შორის, ასაკი). შეგახსენებთ, გუნდში მონაწილეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წევრს.

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა სასკოლო ეკოკლუბების მხარდაჭერას აგრძელებს

 

CENN, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (Austrian Development Cooperation) მხარდაჭერით, შესაძლებლობას აძლევს საქართველოს სკოლებს, შექმნან ეკოკლუბები და მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDGs) ორიენტირებული საქმიანობით გახდნენ პროგრესის ელჩები თავიანთ თემში. ეკოკლუბების საქმიანობა უმთავრესად ბუნებრივი გარემოს დაცვისა და გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

საუკეთესო ეკოკლუბების გამოვლენა და დაჯილდოვება ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ხდება, რომელიც, 2015 წლიდან ტარდება პროექტის - ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში.

კონკურსის ნახევარფინალური შეხვედრები 18-29 აგვისტოს პერიოდში გაიმართა საქართველოს დიდი ქალაქების ღია სივრცეებში, ძირითადად, რეკრეაციულ ზონებში.