×

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020"-ის მონაწილე ეკოკლუბების საყურადღებოდ !

გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი, რომელიც მოცემულია თქვენს პროფილში და, ასევე, განაახლოთ ინფორმაცია გუნდის წევრების შესახებ. (მათ შორის, ასაკი). შეგახსენებთ, გუნდში მონაწილეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წევრს.

კეცხოველის პრემიის პირველი ეტაპი ზუგდიდის სოფელ ჩხორიის სკოლის ეკოკლუბმაც შეაფასა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს კეცხოველის სასკოლო პრემიის პირველი ეტაპის ინლაინ შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი, ეკოკლუბის წევრები და მასწავლებელი.

ეკოკლუბელებმა ისაუბრეს "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020" -ის მნიშვნელობაზე, ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს შესაძლებლობა ქონდათ ჩაეტრებინათ სხვადასხვა გარემოს დაცვითი ღონისძიებები, რომელიც ემსახურებოდა მდგრადი მანვითარების მიზნებს.

ეკოკლუბელები აქტიურად იყვნენ ჩართული დისტანციური რეჟიმში. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ გარემოსადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების, კომუნიკაციის,  გუნდურად მუშაობის უნარ -ჩვევები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

ეკოკლუბელებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალშიც გააგრძელონ მუშაობა. მადლობა გადაუხადეს ყველა ეკოკლუბელს, მასწავლებელს, ორგანიზაცია CENN და ავსტრიის განვითარების სააგენტოს.