კისისიხევის სკოლის ეკოკლუბმა კეცხოველის კონკურსისის ფარგლებში გაწეული მუშაობა შეაფასა

31 მაისს თელავის რაიონის სოფელ კისისხევის  საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანეების"  საინიციატივო ჯგუფმა საინფორმაციო შეხვედრაზე შეაჯამა ნიკო კეცხოველის პროექტის ფარგლებში მათ მიერ გაწული მუშაობა.  კლუბის კურატორმა, ფილოლოფიის მეცნიერებათა დოქტორმა,  სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენის მენტორმა პედაგოგმა  შეაჯამა  ეკოკლუბის წევრების მიერ გაწეული მუშაობა და აღნიშნა, რომ სულ რაღაც 3 თვის  (თებერვლიდან) განმავლობაში ეკოკლუბმა შეძლო 200-ზე მეტი აქტივობის განხორციელება, რაც თითოეული გუნდის წევრის დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, რადგანაც ინფორმაციის ნაკლებობის გამო ეკოკლუბი საკმაოდ გვიან ჩაერთო კეცხოველის კონკურსში.

ეკოკლუბის საქმიანობა ონლაინრეჟიმში შეჯამდა ონლაინ zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.  ამ საანგარიშო შეხვედრაზე მოიწვიეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. კლუბის  სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, თითოეულმა ეკოკლუბელებმა  სათითაოდ წარმოადგინა საკუთარი მუშაობის  სვოტანალიზი. კლუბის წევრების მიერ გამოიკვეთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ყველამ ერთხმად მიიჩნია ეკოკლუბის საინიციატივო ჯგუფში მოწყვლადი ჯგუფის ჩართულობა, კლუბის აქტივისტის სსსმ მოსწავლის, ემზარ გაჯიევის  ჩართულობა კლუბის მუშაობაში  ყველაზე მნიშვნელოვნად ჩაითვალა, რადგანაც ემზარმა სკოლის სსსმმ გარკვეული მუშაობა ჩაატარა მდგრადი განვითარების მიზნების პროპაგანდის თვალსაზრისით, რითაც დაიმსახურა დირექციისა და სპეცმასწავლებლების მადლობა.

კლუბის  კურატორმა ხაზი გაუსვა კლუბის გამოკვეთილი ლიდერბის შესახებ და აღნიშნა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოიკვეთა უცვლელი "ლიდერის " სტატუსის მქონე აქტივისტი, თორნიკე წიქარაძე, რომელიც კლუბის "ხერხემლის" ფუნქციას ასრულებდა ამ ხნის განმავლობაში, რის გამოც სამართლიანად დაიმსახურა კლუბის კურატორის  შექება, აქტიურობით გამოირჩეოდნენ აგრეთვე: ნინი კოზმანიშვილი, ელენე ლაზარიშვილი და ნათია ბალაშვილი, რომლებმად დაიმსახურებს მადლობა გაწეული აქტიურობისთვის.

ისაუბრეს  აგრეთვე, ნიკო კეცხოველის პროექტის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე, რატომ არისასეთი  პროექტები სკოლისთვის აუცილებელი განსაკუთრებით ახლა, კოვიდ -19 -ის პანდემიის პრევენციასთან დაკავშირებით. ხაზი გაუსვეს იმას, რომ ასეთი ტიპის პროექტებში ახალგაზრდების გააქტიურება ნამდვილად გაგვიყვანს მდგრადი განვითარების მიზნებზე, რათა დავიცვათ ჩვენი სახლი - დედამიწა.