"ბაღის ფრინველთა საათი" ჩოხატაურის N1 სკოლაში

ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა "ბაღის ფრინველთა საათის" ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ფრინველების მონიტორინგში. კლუბის წევრებმა ონლაინ რეჟიმში ჩაატარეს სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს მონიტორინგის წესები, ისწავლეს ფრინველების ამოცნობა სურათებითა და ხმებით, შეარჩიეს დაკვირვების ადგილები. ამჯერად მათ საცხოვრებელი ტერიტორიები აირჩიეს (დაბა ჩოხატაური, სოფელი შუაფარცხმა, ბურნათი, ქვემო ერკეთი და გოგოლესუბანი) შეარჩიეს დასაკვირვებლად - 8-დან 9 საათამდე.

დაკვირვებაში ეკოკლუბის წევრების გარდა მონაწილეობა მიიღეს მე-8 ა და მე-8 ბ კლასის მოსწავლეებმა. მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი რაოდენობით დააფიქსირეს შაშვი, ნიბლია და სოფლის მერცხალი. ასევე, ზოგიერთ ადგილებში ბეღურები, ბოლოცეცხლა, მწვანულა, კოდალა, შავი წივწივა და გუგული შეინიშნებოდა დიდი რაოდენობით. დაბის ტერიტორიაზე ქალაქის მერცხალი ჭარბობდა. ბავშვებმა ისწავლეს პოპულაციის რიცხობრიობის დადგენის ერთ-ერთი მეთოდი.