ქობულეთის სოფელ ნაკაიძეების სკოლის ეკოკლუბმა საოჯახო სასტუმროების მოკვლევა აწარმოა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,მარჯანი“ ,,კეცხოველის პრემია 2020“–ის კონკურსის პირობების შესაბამისად ონლაინ რეჟიმში აწარმოებს  მონოტორინგს სახელწოდებით: "როგორ განვავითაროთ სოფლად ეკოტურიზმი“.

კლუბის წევრთა აზრით ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია სოფლად საოჯახო სასტუმროებისა და კემპინგების პოპულარიზაცია. მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება მოაწყოს ტურისტებისათვის მისაწვდომი გარემო, გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები. ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ იმყოფება ვერ უზრუნველყოფს ელემენტარული საჭიროებებს, არ აქვთ სველი წერტილები და ა.შ. 

ეკოკლუბმა მიმოიკვლია საოჯახო სტილის სასტუმროები სოფლად და აღმოჩნდა, რომ ტურისტებს ქალაქზე მეტად იზიდავს სოფლის კლიმატი და ველური ბუნება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გვარა, ხუცუბანი, ალამბარი, ჭახათი, აჭი, არის მსგავსი ტიპის ობიექტები.

საქართველოში 2019 წლიდან მოქმედებს კანონი თანადაფინანსების მექანიზმისა და მცირე, საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას და მათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას.

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტოაწარმოე საქართველოშიგანხორციელდა 2019 წელს. ეკოკლუბი იმედოვნებს, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივები კვლავაც გაგრძელდება.