ქუთაისელი მოსწავლის პასუხი გამოწვევას - Covid-19

ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მუხნარის" წევრი მე-11 კლასის მოსწავლე თიკა ნატროშვილი მიმდინარე პანდემიასთან დაკავშირებით მეტად საიინტერესო მოსაზრებებს აყალიბებს. გთავაზობთ მის მიერ შემოთავაზებუოლ ინიციატივას.

კორონავავირუსი დღევანდელი მსოფლიოს უჩინარი მტერია, რომელმაც ერთი ხელის მოსმით მთელი კაცობრიობა დააპაუზა, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენც ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, იმ მხრივ რომ მან სრულიად შეცვალა ჩვენი დღის წესრიგიც. საზოგადოების უმეტესი ნაწილი გაგებით ეკიდება სახელმწიფოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რაც აისახება ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს მკვეთრად დაბალ მაჩვენებელზე. პანდემიის პროცესში მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინფორმირება, სოციალური მედიის საშუალებით სწორი და მიზანმიმართული ღონისძიებები, რომლებიც ჩვენც, როგორც მაღალი თვითშეგნების მქონე მოქალაქეებს გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერი შეძლებისამებრ შევასრულოთ.  

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღესდღეისობით მრავალი დარგი ონლაინ ფორმატში აგრძელებს საქმიანობას, თუმცა მრავალი სამუშაოს გარეშე დარჩა. განსაკუთრებით საფრთხე ტურიზმის სფეროს დაემუქრა. ტურიზმი ეკონომიკური საქმიანობაა, რომელიც ქვეყნისთვის უმთავრეს შემოსავალის წყაროს წამოადგენს. მისი გავლენა კი ეკონომიკაზე უზარმაზარია. რაც შეეხება ჩემს ქალაქს, იქიდან გამომდინარე, რომ ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში, მრავლად არის ღირსშესანიშანაობებიც, რაც საკმაოდ იზიდავს ტურისტთა თვალს. შესაბამისად, მათი ხშირი ვიზიტები მნიშვნელოვნად დადებით ეფექტს ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე, თუნდაც სასტუმროების დატვირთვის მხრივ. დღეს ამ მხრივ ჩემი ქალაქი, მკვეთრ ეკონომიკურ ვარდნას განიცდის, შემცირებულია სამუშაოთა რაოდენობაც, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომ ამგვარი მდგომარეობა არ გახდეს რიგ ოჯახებში სიღარიბის გამომწვევი ფაქტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საფრთხე მდგრადი განვითარების უპირველეს მიზანს, სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრას დაემუქრება, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია საზღვრების სწრაფად გახსნა და ტურისტულ მოგზაურობაზე ნებადართულობაა. პანდემიის შემდგომ ტურისტი იქნება ბევრად განსხვავებული მისი ადრინდელი სახისგან, ვინაიდან მათ ახლა ბევრად მეტი პასუხისმგებლობა და მობილიზაცია მართებთ, ამიტომ ქვეყანაში უნდა შეთანხმდნენ განსაზღვრულ კრიტერიუმებზე, რომლების ქვეყნებისთვის იქნება მისაღები, რა თქმა უნდა, ეს შეზღუდვები ეხება ქვეყნიდან ან ქალაქიდან გასვლის პროცედურებს. ასეთ სიტუაციაში რელევანტურად მიმაჩნია: 

  • აეროპორტებმა გააკეთონ მაქსიმალური მობილიზება და დანერგონ ისეთი გაიდლაინები (მითითებები) რომლებიც საერთაშორისოდ იქნება აღიარებული.
  • დაცული უნდა იყოს ტურისტებს შორის დისტანცია.
  • ბარში, რესტორანში ან მსგავსი ტიპის დაწესებულებებში მენიუს გადაცემა უნდა მოხერხდეს ონლაინ რეჟიმში სპეციალური აპის საშუალებით, სადაც ისინი მიუთითებენ რესტორნის ან ბარის სახელწოდებას დაშემდგომ შეიყვანენ მენიუს. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხდეს ზედმეტი კონტაქტის არიდება ოფიციანტსა და კლიენტს შორის.
  • გარდა ამისა, ზღვის კურორტებზე სასურველია პლაჟებზე დამონტაჟდეს სპეციალური პლასტმასის გამყოფი კედელი რომლებიც თავისთავად სპეციალურ მანძილზე იქნება გათვლილი.
  • სასტუმროებში აუცილებლად უნდა იყოს სამედიცინო კაბინეტები, სადაც ნებისმიერი ვიზიტორი გაივლის თერმოსკრინინგს და სურვილისამებრ სამედიცინო რეაბილიტაციას.

მნიშვნელოვანია ვისწავლოთ კორონასთან ერთად ცხოვრება. მუდმივად უნდა გვახსოვდეს რომ ის არსად არ წასულა, შესაძლოა მოიკლოს ზაფხულის პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობამ, თუმცა შემოდგომაზე დიდი ვარაუდით კვლავ შეგვახსენებს თავს. ასეთ სიტუაციაში კი კვლავ განახლდება რიგი სფეროების, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების დისტანციურ მოდელზე გადასვლა. ამ პროცესში კი უნდა მოხდეს მშობლების ჩართულობაც, რა თქმა უნდა, ეს ეხება დაწყებითსა და საბაზო საფეხურებს. ისინი მასწავლებლებთან კონტაქტისას სხვადასხვა ტიპის აპლიკაციებს გამოიყენებენ, როგორიცაა ვაიბერი, მესენჯერი და ბევრი სხვა, თუმცა სკოლაში გამოსვლის შემთხვევაში უნდა შეიქმნას:

  • მათთვის სპეციალური პლაკატები, სადაც მკვეთრად და ბავშვებისთვის გასაგებად იქნება ჩამოწერილი ვირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
  • სკოლაში მომუშავე პერსონალი მოსწავლეებთან ერთად სკოლაში შესვლამდე გაივლის თერმოსკრინინგს, რომ არ შეუქმნან საფრთხე ერთმანეთის სიცოცხლეს.
  • მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს საპირფარეშოებს, სველ წერტილებს, ხელის დასაბან საშუალებებს, სადეზინფექციო საშუალებების მომარაგებას, რადგან აუცილებელია რომ ჩატარდეს ზედაპირების წმენდა. ამავდროულად შემოწმდეს ეს ყველაფერი შესაბამისი კვალიფიცირებული ორგანოების მიერ.
  • დავნერგოთ სოციალური დისტანცია.
  • აიკრძალოს ისეთი ტიპის შეკრებები როგორიცაა მშობელთა კრება, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ..
  • უნდა გაიზარდოს მერხებს შორის მანძილი.
  • უნდა დაინერგოს გაცდენების მონიტორინგი, ვინაიდან მისი მნიშვნელოვანი ზრდის შემთხვევაში, სკოლის დირექციამ უკვე სპეციალურ ორგანოებს უნდა მიმართოს.
  • მნიშვნელოვანია ტრენინგი ჩაუტარდეთ ონლაინ მშობლებსაც თუ როგორ დაიცვან და აკონტროლონ შვილები.

გარდა ამისა მნიშვნელოვანია სამინისტრომ გაითვალისწინოს ის ფაქტიც, რომ ბევრი მოსწავლე, ძირითადად მხედველობაში მაქვს, რეგიონის მოსწავლეები რომელთაც არ აქვთ ინტერნეტი და შესაბამისად ვერ ახერხებენ მიიღონ განათლება როგორც თანატოლებმა. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სამინისტრომ მიიღოს მათთვის ზომები ვინაიდან ხარისხიანი და თანასწორი განათლება მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანია. ეკოლოგიის მხრივ ვფიქრობ ამ შემთხვევამ დადებითი შედეგი მოუტანა ჩვენს ქალქს, იმ მხრივ რომ დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანი ზიანის მოტანა შეუძლია გამონაბოლქვს ქალქისთვის, თუმცა უნდა ვიცოდეთ ისიც რომ ეკოლოგიაზე დადებითი ეფექტი არ თვითონ არა ვირუსმა არამედ იმ ზომებმა მოახდინა, რომლებიც მთავრობამ  მიიღო ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ეს შეზღუდვები იყო იგივვე საწარმოო პროცესის შეჩერება, ტრანსპორტის შეზღუდვა, აეროპორტების შეჩრება და ამ ყველაფერმა ერთობლივად უდიდესი შედეგი მიგვაღებინა. ეკოლოგიური გაუმჯობესების კუთხით ჰაერის გაუმჯობესების და გაწმენდის შემთხვევები კოსმოსიდანაც იყო შესამჩნევი, ამას კი სოციალურ სივრცეში არსებული ფოტოები მკვეთრად გვიდასტურებს.

ვფიქრობ ქვეყნებმა ვირუსის გარეშეც უნდა იზრუნონ ეკოლოგიაზე. ეს პროცესი მხოლოდ ვირუსის ფონზე არ უნდა განხორციელდეს, თუმცა მეორე მხრივ ჩვენი ეკოლოგია დიდი საფრთხის წინაშეა ნარჩენების მხრივ, ვინაიდან ხშირად შემინიშნავს ეგრედწოდებული პირბადეები და მსგავსი ნივთები, რომლების სეპარირებული ნაგვის ურნებამდე არ მისული მიწას ეფინებიან. ხალხის დაუდევრობის გამო ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ვიფიქროთ "მწვანე ეკონომიკაზე", რომელიც ერთი მხრივ ქმნის სამუშაო ადგილებს და მეორე მხრივ მათი მუშაობა შეამცირებს გარემოს დაბინძურებას. 

გარდა ზემოთ აღნიშნული იდეებისა, რომლების სხვადასხვა სფეროზეა მორგებული ორ-სამ თვიანი გეგმის სახით. საგანმანათლებლო სფეროში დღის წესრიგში არსებულ ონლაინ გაკვეთილებთან ერთად რელევანტურად მივიჩნევ სხვადასხვა ტიპის პროექტებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში ხელს შეუწყობს მოზარდთა ჩართულობას, მაგალითისთვის როგორიცაა "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია", რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა დაახლოებას, მათ ინფორმირებულობას მრავალი კუთხით და ერთი შეხედვით დამღლელი ონლაინების ბევრად საინტერესოდ სვლას. ზაფხულის პერიოდშიც მსგავსი ტიპის პროექტები ვფიქრობ დადებითად აისახება მოზარდთა შემეცნებაზე, გარდა ამისა უქმეებზე უნდა აიკრძალოს მანქანით მიმოსვლა და ქალაქი უნდა იყოს აღჭურვილი ველოსიპედებით და მსგავსი ტიპის ტრანსპორტით, რაშიც იგულისხმება გაქირავების სერვისი, ერთი მხრივ ეს რეფორმა გააუმჯობესებს ეკონომიკას და მეორე მხრივ დადებითად აისახება ეკოლოგიაზე. ასევე რადგან კორონა ტერორი ახლა ასეთი პოპულარულია და ასეთ შემთხვევაში სისუფთავის ნორმების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რელევანტურად მივიჩნევ ქალაქის ტერიტორიაზე წყლის ავზების განთავსებას, რომ ნებისმიერ დროსა და ადგილას ჩვენ გვქონდეს ამის საშუალება, ასევე ქალაქში მაქსიმალურად უნდა იყოს მომარაგებული ახლო მანძილებში სპეციალური დიდი და პატარა ზომის ყუთები, რომლებიც განკუთვნილი იქნება უშუალოდ პირბადეებისა და ხელთათმანებისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მეორადი გადამუშავების პროცესის დამკვიდრებას.