თელავის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროდუქტის ბაზარში სისუფთავე შეამოწმეს

თელავის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროდუქტის ბაზარში სისუფთავე შეამოწმეს. მათი მიზანი იყო დაედგინათ, სად მიდის ის ნარჩენები, რომელიც დღის ბოლოს რჩება იქნება ეს საკვები პროდუქტების ნარჩენები თუ სხვა სახის ნარჩენი.

რიგებში ჩამოვლისას აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ადგილზე ნარჩენები უკონტროლოდ ეყარა, გამოკითხული მოვაჭრეები აცხადებენ, რომ დღის ბოლოს ან თვითონ ყრიან ნარჩენებს ურნაში, ან კიდევ ალაგებენ და დილით დასუფთავებული ხვდებათ თუმცა ზოგიერთი გამოკითხული აცხადებს, რომ ზოგი მოვაჭრე პირდაპირ დახლზე ტოვებს გაფუჭებლ ხილსა თუ ბოსტნეულს და არ ზრუნავს სანიტარიაზე, 

ამ მოვაჭრეებმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს, თუმცა აღნიშნავენ რომ თვითონ ყოველთვის ზრუნავენ დახლის სისუფთავეზე და მომხმარებლების ჯანმრთელობაზე.