სენაკის N1 სკოლის ეკოკლუბი კომპოსტის დამზადებით დაინტერესდა

30 ივნისს, ქალაქ სენაკის #1 საჯარო სკოლის ჯგუფი „ეკოპის“ წევრებმა მარი კუჭავამ და კახა ფარილავამ, ჯგუფის ხელმძღვანელ მამუკა კუჭავასთან ერთად დაგეგმეს გაცნობოდნენ კომპოსტის დამზადებისა და მოვლისათვის საჭირო ხერხებს. 

ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს დაამზადონ კომპოსტერი. პირველ რიგში გულდასმით გაეცვნენ ბროშურას-კომპოსტი ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების საუკეთესო საშუალება, რომელიც გასულ წლებში გუნდს გადაეცა სხვა ფასიან საჩუქრებთან ერთად. 

აღნიშნულ მასალაში მოცემულია კომპოსტირების მარტივი მეთოდები თანამედროვე პრაქტიკაში დასანერგავად. ის შეიძლება დამზადდეს მოსახლეობის მიერ ინდივიდუალურად სახლებში ან საბაღე მეურნეობებში.მიღებული კომპოსტი შეგვიძლია, გამოვიყენოთ, როგორც საუკეთესო სასუქი ნიადაგის ნაყოფიერებისა და მოსავლიანობის ასამაღლებლად. რეალურად შესაძლებელი გახდა საკომპოსტე ნაყარისთვის, სპეციალური კონსტრუქციის- კომპოსტერის დამზადება, რომელიც განთავსდა ეზოში ხელსაყრელ და საჭირო ადგილას. ეს გახლდათ მორიგი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობა გეგმის შესაბამისად, რომელიც სენაკის პირველი სკოლის ეკოჯგუფმა განახორციელა.