მესტიის სოფელ ფარის სკოლას "მწვანე საჩუქარი" გურიიდან

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბ “მწვანე მოლსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბს შორის დამეგობრების პირველი ნაბიჯები გადაიდგა. 

„მწვანე მოლის“ წევრებმა, ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბს „მწვანე საჩუქარი“ გაუკეთეს, მათ ოთახის მცენარეები ჩარგეს ქოთნებში და გააგზავნეს საჩუქრად გურიიდან სვანეთში. ფარის საჯარო სკოლაში,“მწვანე საჩუქარი“ ჩაიტანა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულმა პედაგოგმა, ეკოკლუბის“, მწვანე მოლის“ კურატორმა, ლადო აფხაზავამ. მან ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაუზიარა ის პრაქტიკა, რაც მა და მისი მოსწავლებს წლების განმავლობაში დაუგროვდათ. 

„მწვანე საჩუქრის“ მიზანია, ფარის საჯარო სკოლამ იზრუნოს მცენარეებზე, გაამრავლოს და ანალოგიურად გადასცეს სვანეთის სხვა სკოლებს „მწვანე საჩუქარი“. მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს ახალგაზრდა გარემოსდამცველებში გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობის განვითარებას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ფლორისა და ფაუნისადმი სიყვარულის გაღვივებას. 

ორი რეგიონის ეკოკლუბების დამეგობრების პირველი ნაბიჯები გადადგმულია, სკოლები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას და საფუძველს ჩაუყრიან ერთობლივი აქტივობებისა თუ ღონისძიებების განხორციელებას.