თბილისის "ქართული სასწავლებლის" ეკოკლუბმა შეგროვებული მაკულატურა წიგნებზე გადაცვალა

თბილისში არსებული კერძო სკოლა "ქართული სასწავლებლის" მდგრადი განვითარების კლუბის ბავშვებმა სკოლაში წლის ბოლოს დაგროვილი ქაღალდის ნარჩენები შვაგროვეს და მაკულატურის მიმღებ პუნქტში ჩაბარების შედეგად ნერგი ბარათი აიღეს და დაგროვილი ქულები წიგნებში გადაცვალეს. 

აღნიშნული აქტივობა ემსახურება მდგრადი განვითარებისმიზანს 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვას, რადგან მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას. ბავშვებმა ამ აქტივობით მიღებული წიგნები გაუგზავნეს დამეგობრებულ გუდაურის სკოლის ბაშვებს, რათა ხელი შეუწყონ მათ ხარისხიანი განათლების მიღებაში რაც ასევე მდგრადი განვითარების მე-4 მიზანია.