საზაფხულო არდადეგების მიუხედავად, დაბა ნარუჯას ეკოჰაბში გარემოსდაცვითი შეხვედრები გრძელდება

საზაფხულო არდადეგების მიუხედავად, გურიაში, დაბა ნარუჯას ეკოჰაბში გარემოსდაცვითი შეხვედრები გრძელდება. დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის საჯარო სკოლის ეკო-ჰაბში ეკოკლუბ Nature-ს წევრების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა. მთავარი მიზანი ამ შეხვედრისა იყო შემოთავაზებული კითხვარების მიხედვით ჩატარებული კვლევების 1..წყალი 2. სანიტარია და ჰიგიენა 3. ნარჩენების გატანა და დრენაჟი - შედეგების, ანგარიშების, განხილვა-გაანალიზება. 

ეკოკლუბის წევრებმა წარმოადგინეს ანგარიშები და მოეწყო მათი პრეზენტაცია. მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის შესაბამისად რომელიც წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფას ეხება და მე-12 მიზნის შესაბამისად მდგრადი მოხმარება და წარმოება. იმსჯელეს რამდენად აკმაყოფილებს მათი სკოლა თანამედროვე სტანდარტებს და (რადგანაც დაგეგმილია სკოლის რამდენიმე ოთახის რეაბილიტაცია, ადგილობრივი ინფრასტრუქურის ხელმძღვანელების მიერ) რა უნდა გაითვალისწინოს სკოლამ და სახელმწიფომ სარემონტო სამუშაოების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. 

ეკოკლუბელებს მომავალში დაგეგმილი აქვთ ანგარიშების ფართო განხილვა.